ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ 2021 წელს განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) და აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავა საქართველოს 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რაც წარმოადგენდა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.

ამჯერად მოხდა სამოქმედო გეგმის განახლება, რომელშიც გაწერილია ეკონომიკის 7 სექტორში (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) 2024-2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის  საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში”. მისამართი: ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N4.

საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:  https://us06web.zoom.us/j/3979296619?omn=88397215503

დოკუმენტის შესახებ კომენტარებისა და წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Kakha.Lomashvili@mepa.gov.ge  climatechange@mepa.gov.ge 

საჯარო განხილვის შესახებ დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მოგვიანებით.

საჯარო განხილვები