ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვა

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, დაასრულა მუშაობა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. 

გაცნობებთ, რომ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2023 წლის 11 დეკემბერს 12:00 საათზე  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში (მის. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 34). 

კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართება ჰიბრდულ ფორმატში. ონლაინ მონაწილეობა შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით:

https://zoom.us/j/92262136709?pwd=MDNJUFhZZVEyaUhQeHJwalU3RTV1dz09  

Meeting ID: 922 6213 6709

Passcode: 319120

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია უზრუნველყოს:

• ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და გრძელვადიანი შენარჩუნება;

• ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით;

• ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება;

• გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება;

• ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ევროკავშირის  დირექტივების: 92/43/EEC  ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების შესახებ, და 2009/147/EC ფრინველთა კონსერვაციის შესახებ ჰარმონიზება. 

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 7 დეკემბრის შემდეგ ელ. ფოსტაზე: Mariam.Bikashvili@mepa.gov.ge

           

საჯარო განხილვები