ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ტრეინინგი თბური ტუმბოების, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირებისთვის

ტრეინინგი თბური ტუმბოების, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირებისთვის

2024 წლის 22-26 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (თბილისი, კოსტავას N68) თბური ტუმბოების, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირებისთვის ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგი.

ტრენინგმოდული მოიცავს მონრეალის ოქმით რეგულირებული ნივთიერებების მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებისა და სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის გამოცდილების გაზიარებას. ტრენინგის მიზანია სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორისთვის კვალიფიციური კადრის გადამზადება.

ტრენინგის სასურველი დღის დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის  საკონტაქტო პირია:

თამარ შინჯიკაშვილი (577 34 42 08, tamari.shinjikashvili@mepa.gov.ge),

ანა ცაცანაშვილი (577 95 18 74, ana.tsatsanashvili@eiec.gov.ge).

საჯარო განხილვები