ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ერუშეთის ეროვნული პარკის და ცივ-გომბორის აღკვეთილის მართვის გეგმების საჯარო განხილვები

ერუშეთის ეროვნული პარკის და ცივ-გომბორის აღკვეთილის მართვის გეგმების საჯარო განხილვები

2024 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: საგარეჯო, შოთა რუსთაველის ქ.-N240) გაიმართება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. 

ასევე, 2024 წლის 9 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: ახალციხე, მ. კოსტავას ქუჩა N18) გაიმართება ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა. 

ერუშეთის ეროვნული პარკის და ცივ-გომბორის აღკვეთილის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მ3“-მა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილია შემდეგი სახის ინფორმაცია: 

1. * ცივ-გომბორის აღკვეთილის  ტყის მართვის გეგმის პროექტი;
         * ჯამური ცხრილები;
         * ტაქსაციური აღწერები;
         *კარტოგრაფიული მასალები.

2. * ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
         * ჯამური ცხრილები;
         * ტაქსაციური აღწერები;
         *კარტოგრაფიული მასალები.

შენიშვნებისა და კომენტარებისთვის,  6 თებერვლამდე, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - შალვა ნოზაძეს (ტელ: 551 000 017, ელ-ფოსტა: S.nozadze@mepa.gov.ge).

დამატებითი დოკუმენტაცია ცივ-გომბორის აღკვეთილის და ერუშეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმების პროექტების შესახებ იხილეთ ბმულზე -
https://drive.google.com/drive/folders/1UOVMuk7qxzxEbOfTGsOf6194zjvlzSVr?fbclid=IwAR3O7Fl4nhrAgRA1pGEjNpf5adEmuuVkClB3jLJpsUYhuQmMTe70O1xs7LU

 

საჯარო განხილვები