ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მელიორა 2024-ის განცხადებების მიღება დაიწყო!

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მელიორა 2024-ის განცხადებების მიღება დაიწყო!

კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა  ბიზნესკომპანიებისთვის გააცნონ საზოგადოებას თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივები, მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისთვის და წვლილი შეიტანონ СSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

კონკურსი შემუშავდა CSR-ის სფეროს წამყვანი ევროპული ორგანიზაციების (Pontis Foundation, Slovakia და Business in the Community, the Prince’s Responsible Business  Network, UK) ექსპერტებთან თანამშრომლობით და მისი დამოუკიდებელი ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან.

კონკურსის მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

კონკურსი გთავაზობთ მრავალფეროვან СSR კატეგორიებს.

 გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე.

გაეცანით კატეგორიებს და წარმოადგინეთ თქვენი CSR პროექტები: www.meliora.ge  

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში. 

საჯარო განხილვები