ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

განცხადებების მიღება ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე დაიწყო

განცხადებების მიღება ახალგაზრდა მოხალისეების პროგრამაზე დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტების ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ და „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, აცხადებს მოხალისეთა მიღებას შემდეგ რეგიონებში:

სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
იმერეთი
გურია
კახეთი
შიდა ქართლი
მცხეთა-მთიანეთი
აჭარა

მოხალისეთა ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით.

რეგისტრაცია შესაძლებელია 26 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1Pi6jx2K_a4Vjy0_La_tcUKBIQek3VANmPmZRlmBwfF0/viewform?edit_requested=true

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირია პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი (ელ.ფოსტა: Sopio.berishvili@eiec.gov.ge, მობ: 598313132).

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის(GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (GIZ) და შვეიცარიის მთავრობის მიერ.

    

საჯარო განხილვები