ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საჯარო განხილვა ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით

საჯარო განხილვა ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით

საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის კასპის სატყეო უბნის ქსანის სატყეოში (კვარტალი N11, ლიტერი N16, 18, 19) მდებარე 2.1 ჰა ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 მარტს 12:00 საათზე კასპის მუნიციპალიტეტში, მერიის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა.

საჯარო განხილვის ფარგლებში შპს „გზა 2015“-ის მიერ წარმოდგენილი იქნება  დაგეგმილ პროექტზე დეტალური ინფორმაცია და სამინისტრო განიხილავს საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის პროექტს. 

ტყის კოდექსის მე-13 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის №496 დადგენილებით დამტკიცებული „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის წესის“ მე-12 მუხლის 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „გზა 2015“-ის მიერ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილია საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით ტყის სტატუსის შეწყვეტა.

საჯარო განხილვები