საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 2024 წლის 27 მარტს 11:00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (მის: ააიპ კოლეჯი ჰორიზონტის საკონფერენციო დარბაზში -ქ. ჟორდანიაN76-ის მიმდებარედ) გაიმართება შეხვედრა.
შეხვედრის მიზანია ა(ა)იპ ,,საქართველოს მონადირეთა კავშირის“ განცხადების განხილვა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა.
სამონადირეო მეურნეობის შექმნა დაგეგმილია გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის სატყეო უბნის I, II, III და IV კვარტლებში 625 ჰა ფართობზე, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე.