საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში 2024 წლის 19 აპრილს 14:30 საათზე გაიმართება შეხვედრა ალტერნატიულ საწვავის თემატიკაზე.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობები, კანონმდებლობაში გაწერილი ცვლილებები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ გაწეულ სამუშაოებსა და შექმნილ დოკუმენტებს, სამომავლოდ კი მოხდეს შეხვედრაზე წარმოდგენილი აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთათვის, 16 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირება აუცილებელია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/CfbwY5tUbZyfpNLx5
შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ გეცნობებათ 18 აპრილს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tina.tskhovrebadze@mepa.gov.ge