ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება

რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით გაიმართება.

ჩართული მხარეების მონაწილეობით დეტალურად იქნება განხილული რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობის საკითხი.

საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

17 აპრილი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია - 12:00 სთ; სოფელი ჭრებალო - 15:00 სთ

18 აპრილი
სოფელი ხვანჭკარა - 11:00 სთ; სოფელი სადმელი - 13:00 სთ; სოფელი ბუგეული - 15:00 სთ

19 აპრილი
სოფელი ლიხეთი - 11:00 სთ; სოფელი წესი - 14:00 სთ

20 აპრილი
სოფელი სხვავა - 11:00 სთ; სოფელი ზნაკვა - 14:00 სთ

21 აპრილი 
სოფელი იწა - 11:00 სთ; სოფელი ხადიკარი - 13:00 სთ



საჯარო განხილვები