ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

აგრო-ლიგის კონკურსი იწყება!

აგრო-ლიგის კონკურსი იწყება!

აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში ცოდნის გაღრმავების მიზნით კონკურსი - კოლეჯების აგრო-ლიგა წელს მეორედ ტარდება. 

კონკურსის მთავარი  მიზანია აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელება, საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარება და წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობა.

2024 წელს აგრო-ლიგა ჩატარდება შემდეგ საკონკურსო დარგებში:

 მევენახეობა
 მცენარეთა დაცვა
 მეფუტკრეობა
 სატყეო საქმე
 მეხილეობა
 ეკოლოგია, ბიომრავალფეროვნება.

კონკურსი ტარდება ტესტირების საშუალებით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შესაბამისი მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელებს.

სარეგისტრაციო ბმული: https://agroliga.veta.ge/ka/register  

პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, კონკურსის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სავარჯიშო ტესტებს და სასწავლო-შემეცნებით ლიტერატურას.

აგრო-ლიგა ჩატარდება მიმდინარე წლის მაისში, კონკურსის ზუსტი თარიღი და ადგილი მონაწილეებს ეცნობებათ მოგვიანებით.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://agroliga.veta.ge/ka/page/rules  

აგრო-ლიგის კონკურსი ორგანიზებულია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია (ფაზა3)“ ფარგლებში. 

კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: info.agroleague@gmail.com

საჯარო განხილვები