ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო კონსულტაციების დაწყება

თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო კონსულტაციების დაწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების“ წესის შესაბამისად, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი (შემდგომში - გეგმის პროექტი), რომლის საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო. 

გეგმის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 7 აგვისტოსი შემდეგ ელ-ფოსტაზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge).

გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და ქ. თბილისის და მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. გეგმის პროექტი შემუშავდა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალური ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ მოგვიანებით. 

საჯარო განხილვები