2024 წლის 12 ივლისს, 12:00 საათზე პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის შექმნასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მარშალ გელოვანის #34) შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია მწარმოებლებისთვის სიახლეების გაცნობა და ლაბორატორიული კვლევის დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. რეგლამენტის შესაბამისად პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტესტირების საკითხი გამკაცრდება. ლაბორატორიაში საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან/და რეალიზებული პლასტიკის პარკების შემოწმება მოხდება.
მწარმოებლებთან შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირები:
მარიამ ჩაჩუა - მინისტრის მოადგილის თანაშემწე (საკონტაქტო: 555203203; mariami.chachua@mepa.gov.ge)
ანა ისაკაძე - სსიპ სოფლის მეურნეობის სახ. ლაბორატორიის პრ სპეციალისტი (საკონტაქტო: 598170184; ana.isakadze@sla.gov.ge)