გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით 383 სტაჟიორის მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო. სტაჟირება ანაზღაურებადია.
სტაჟირების თითოეული ვაკანსიისთვის დეტალური ინფორმაცია ხანგრძლივობის, ანაზღაურების, წარსადგენი დოკუმენტაციისა და აუცილებელი მოთხოვნების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე https://www.hr.gov.ge/ .
სტაჟირების მსურველთა განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 აგვისტო.