გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. კონკურსი ცხადდება პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
კონკურსის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებისათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოქმედ მუნიციპალურ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემუშავებულ საგანმანათლებლო აქტივობებს (აქტივობის მიზანი, აღწერა და შედეგი) და მათი განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ფოტო-ვიდეო მასალა (არაუმეტეს 5 წუთისა)). პროგრამა უნდა შედგებოდეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისგან და მოიცავდეს ჩამოთვლილი თემებიდან მინიმუმ ერთს:
● კლიმატის ცვლილება
● კლიმატის ცვილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება
● ნარჩენების მართვა
● კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა.
კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:
I ეტაპი - პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების წარდგენა (21 ოქტომბერი)
II ეტაპი - აქტივობების განხორციელება და წარდგენა (18 ნოემბერი)
III ეტაპი - გასაუბრება
განმცხადებლებმა სრული განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ - „შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი“.
საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი (ელ.ფოსტა: sopio.berishvili@eiec.gov.ge; მობ: 598313132).