საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 2024 წლის 20 სექტემბერს, 14:30 საათზე გაიმართება შეხვედრა თემაზე - საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობა.
შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით, განხილულ იქნას საქართველოს ტყის პათოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები და პრევენციის შესაძლო ღონისძიებები.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია 16 სექტემბრის ჩათვლით. სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/B6PvdtBnf4JDV3Kr9
შეხვედრის ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ 17 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელს თინა ცხოვრებაძეს - ელ.ფოსტა: tina.tskhovrebadze@mepa.gov.ge