თუ ხარ აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, გინდა მიიღო ცოდნა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და გაქვს სურვილი, ჩაერთო აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ეს პროგრამა შენთვის არის.
აგროსკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროფესიების პოპულარიზაციას.
აგროსკოლაში სწავლის შესაძლებლობა აქვს IX-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც
● აინტერესებს სოფლის მეურნეობა;
● შეუძლია კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
● აქვს წვდომა ინტერნეტთან.
აგროსკოლაში სწავლა დაიწყება 16 ოქტომბერს. შეხვედრები გაიმართება ონლაინ ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 16:00-დან 18:00 საათამდე.
სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც აგრარულ საკითხებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:
● სოფლის მეურნეობის განვითარება
● სოფლის მეურნეობა დღეს/ფერმერთა შესაძლებლობები
● სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები
● ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი
● ღვინის ისტორია და დეგუსტაცია
● ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიების და დაცვის ისტორია საქართველოში
● მებოსტნეობა
● ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა
● აკვაკულტურა და მეთევზეობა
● ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები
● მეცხოველეობა და მეფრინველეობა
● ბიომეურნეობა
● ნიადგმცოდნეობა
● გაუდაბნოება და გადაძოვება
● სურსათის უვნებლობა
● კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
● განათლების როლი აგრარულ სექტორში
● აგროტურიზმი
სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:
✅რეალური მაგალითების განხილვა
✅როლური თამაშები
✅დისკუსიები
✅საველე გასვლები
✅ვიზიტი ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.
სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აგროსკოლის მოსწავლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება