ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

თუშეთის ეროვნული პარკის და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

თუშეთის ეროვნული პარკის და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

თუშეთის ეროვნული პარკის და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.

2024 წლის 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის კულტურის სახლში გაიმართება თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტების საჯარო განხილვა. 

თუშეთის ეროვნული პარკის და თუშეთის სახელწიფო ნაკრძალის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განახორციელდა შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ.

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განსახილველად შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა: 

თუშეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი;

ჯამური ცხრილები;
ტაქსაციური აღწერები;
კარტოგრაფიული მასალები.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტი;

ჯამური ცხრილები;
ტაქსაციური აღწერები;
კარტოგრაფიული მასალები.

შენიშვნებისა და კომენტარებისთვის,  21 ოქტომბრამდე, დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტ ზურაბ ჯანიაშვილს (ტელ: 577 07 24 68, ელ-ფოსტა: zurabi.janiashvili@mepa.gov.ge).

დამატებითი დოკუმენტაცია თუშეთის ეროვნული პარკის და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმების პროექტების შესახებ იხილეთ ბმულზე - https://drive.google.com/drive/folders/1gvzO1FK3nvI9IlZmatsYcHZ_b2YBLSB2?fbclid=IwAR3O7Fl4nhrAgRA1pGEjNpf5adEmuuVkClB3jLJpsUYhuQmMTe70O1xs7LU 

საჯარო განხილვები