ტყის კოდექსის მე-13 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 06 ოქტომბრის №496 დადგენილებით დამტკიცებული „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის წესის" მე-12 მუხლის 1 პუნქტის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „ბორჯომის სამოთხე"-ის მიერ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილია საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით ტყის სტატუსის შეწყვეტა, რომლის ფარგლებშიც 2024 წლის 25 ნოემბერს 14:00 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მერიის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომის სატყეო უბნის ჩარხისწყლის სატყეოში (კვარტალი N20, ლიტერი N3, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 და კვარტალი N21, ლიტერი N6, N7) მდებარე 49 952 კვ.მ ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვის ფარგლებში შპს „ბორჯომის სამოთხე" წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტის შესახებ და სამინისტრო განიხილავს საკურორტო და სარეკრეაციო მიზნით ტყის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნის პროექტს.