2024 წლის 26 ნოემბერს 11:00 საათზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დარბაზში (მის: მარშალ გელოვანის გამზირი N32გ) ,,საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების“ დოკუმენტის საჯარო განხილვა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება.
შეხვედრის ZOOM-ის პლატფორმის ლინკი:
https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=87953283289
Meeting ID: 811 841 0626
დოკუმენტი შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და მომზადდა პროექტის - „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 5 დეკემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana.rukhadze@rec-caucasus.org; nino.nadibaidze@rec-caucasus.org;
შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხევაში, გთხოვთ გვაცნობოთ 2024 წლის 22 ნოემბრამდე (ana.rukhadze@rec-caucasus.org; nino.nadibaidze@rec-caucasus.org);
დოკუმენტები ,,საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია“ და ,,საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში: