ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია

აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია

შპს „ბათუმი ფიშინგ კომპანი“-ს განცხადების საფუძველზე, სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულებით საქართველოს საზღვაო წყლებში მარიკულტურისათვის გამოყოფილ N3 (თევზის) ზონაში (გონიო-კვარიათის მიმდებარე საზღვაო ტერიტორია) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქ. ბათუმში (ორბელიანის N10) კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაიმართება ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები იხილეთ: https://nea.gov.ge/Ge/Announcements/13   

 

საჯარო განხილვები