დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა 2025 წლის 04 მარტს, 11:00 საათზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: კოსტავას ქ. #44; მერიის შენობა) გაიმართება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა 2025 წლის 04 მარტს, 15:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: აღმაშენებლის მოედანი #2; მერიის შენობა ) გაიმართება.
დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განახორციელდა.
სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განსახილველად შემდეგი დოკუმენტაცია წარმოადგინა:
• დედოფლისწყარო-სიღნაღის ტყის მართვის გეგმის პროექტი;
• ჯამური ცხრილები;
• ტაქსაციური აღწერები;
• კარტოგრაფიული მასალები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შენიშვნებისა და კომენტარებისთვის 28 თებერვლამდე დაუკავშირდით ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტ ზურაბ ჯანიაშვილს (ტელ: 577 07 24 68, ელ-ფოსტა: zurabi.janiashvili@mepa.gov.ge).
დოკუმენტაცია დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტყეების მართვის გეგმების პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე -https://drive.google.com/drive/folders/1Q_KPwZJbws8wx3NZFdok5gfcAKwJQap9?fbclid=IwAR3O7Fl4nhrAgRA1pGEjNpf5adEmuuVkClB3jLJpsUYhuQmMTe70O1xs7LU