ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

2025 წლის 14 მაისს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის 1) ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

დოკუმენტი მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ კონსულტანტების მიერ. დოკუმენტი შემუშავდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს კონკრეტული დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.

დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული შენიშვნები და რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

მენეჯმენტის გეგმის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/6YzY7 

საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: info@apa.gov.ge

 

საჯარო განხილვები