გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადებები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრანის და სოფ. პატარა ქანდის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33546
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 24 იანვარს 13:00 სთ-ზე. მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა(საზოგადოებრივი ცენტრი).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შპს „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33554
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 26 იანვარს 13:00 სთ-ზე. მისამართი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საქარას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33602
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 1. 2022 წლის 11 თებერვალს 10:30 სთ-ზე. მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა. 2. 2022 წლის 11 თებერვალს 16:30 სთ-ზე. მისამართი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხაკოურას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. თელეთის ტერიტორიაზე შპს „უნივერსალის“ ცხოველთა სასაკლაოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33601
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 22 თებერვალს 12:00 სთ-ზე. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. თელეთის ადმინისტრაციული ერთეული შენობა.