გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ თელავის მუნიციპალიტეტში 110 კვ-იანი ძაბვის „სტორი ჰესი - ქ/ს ახალი თელავის“ მიწისზედა (საჰაერო) ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/6d01ad2d-69a2-4e2a-9d3d-ab2b8e7289a8
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2024 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ფშაველის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 25 ნოემბერს, 15:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. გულგულის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.