გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში 500/110/35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის „იდლიანი 500“-ის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/ac620bdb-98f2-4399-bc2e-3f01d3626aaa
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
2024 წლის 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშის თემის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.