გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს ,,ევროცემენტის’’ მიერ კასპის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/e91379ce-7b62-436e-8d6d-ad6d441f75f2
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2024 წლის 19 დეკემბერს, 11:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მიქელწყაროს რიტუალების სახლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.