მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს და ჩაეწეროთ გამოცდის ჩასაბარებლად:
საკონტაქტო პირი - ანა მანჯავიძე (მობ:555 233 536; ელ.ფოსტა: Ana.manjavidze@eiec.gov.ge);
სიახლეა - 2021 წლის პირველი მარტიდან მაცივარგენტზე მომუშავე უცხოენოვანი ტექნიკოსები გამოცდის ჩაბარებას ინგლისურ და რუსულ ენაზე შეძლებენ.
2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.
„მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ პირს. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირის სერტიფიცირების მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების, ასევე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოლფის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის/ტესტირების მეთოდით (იხ. საგამოცდო საკითხები)
იხილეთ ტესტები ქართულ ენაზე
იხილეთ ტესტები რუსულ ენაზე
იხილეთ ტესტები ინგლისურ ენაზე
სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა ცენტრში უნდა წარმოადგინოს:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
ფოტოსურათი 3/4-ზე (CD დისკზე)
სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. რეკვიზიტები)
სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება გამოცდის დაწყებამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე
აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
სასერტიფიკატო გამოცდა
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდება ყოველი სამუშაო დღეს, 10.00 საათიდან 17.00 საათის ჩათვლით.
საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან
სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობაა 45 წუთი
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით
დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა
შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის დასრულებისთანავე
სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით
გამოსაცდელი პირის გამოცდიდან მოხსნის ან მის მიერ უარყოფითი საგამოცდო შეფასების მიღების შემთხვევაში, გადახდილი სასერტიფიკატო გამოცდის საფასური უკან არ ბრუნდება. სასერტიფიკატო გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში სასერტიფიკატო გამოცდის საფასური გადაიხდება ხელახლა.
ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების, ასევე, სერტიფიცირებული პირების შესახებ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.eiec.gov.ge).
2018 წლის 1 იანვრამდე გაცემული სერტიფიკატების/მოწმობების მოქმედების სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყება 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული სერტიფიკატები/მოწმობები ძალაში შევა ელექტრონული ტესტირების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.
მაცივარაგენებზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელებისა და მომსახურე ტექნიკოსების ანგარიშგების პროცესების ამსახველი ვიდეორგოლები
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ: (032) 2 11 20 23
ელ. ფოსტა: info@eiec.gov.ge