გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამა - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ VET Excellence Award-ის გამარჯვებულია!
საქართველო „პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებილი მიღწევისთვის ჯილდოს” (VET Excellence Award) მფლობელია! გამარჯვებული ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „ევროპის პროფესიული უნარების კვირეული 2022“-ის ფარგლებში, ხმის საჯარო მიცემის შედეგად გამოვლინდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ტრენინგს - ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.
შეიქმნა 8 სახელმძღვანელო: წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის - ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” მიზანია, სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს აღქმული და გადმოცემული სახელმძღვანელოებში ასახული გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები. ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მეშვეობით მასწავლებლებმა მოსწავლეებში შეძლონ ინტერესის გაღვიძება, ცოდნის გაზიარება და ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე. ხოლო ამ ეტაპის გავლის შემდგომ, მოსწავლები გაიაზრებენ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარ როლს, შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს.
ტრენინგის თემები:
მოსწავლეებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია, ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უსაფრთხოება.
სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდნენ: მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე. კომპლექსური დავალებების შექმნაზე მუშაობდა: მანანა ვარაზაშვილი.
ვის შეუძლია მონაწილეობა:
ტრენინგით დაინტერესებულ, საჯარო სკოლის დაწყებითი (I-VI) საფეხურის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
20 საათი, რომელიც აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ.
შეხვედრის ადგილი:
Teams-ის პლატფორმა.
> ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მითითებულ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია - https://bit.ly/34ASEOy
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მარიამ ხარებავა - Mariam.Kharebava@eiec.gov.ge , 599 18 64 57
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი +995 32 2 11 20 23
ელ.ფოსტა: info@eiec.gov.ge
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6, 0159 ქ. თბილისი, საქართველო