პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული პირების და სტუდენტებისთვის აგრო-ლიგის კონკურსი იწყება.
თუ ფლობ პროფესიულ განათლებას მეხილეობის, მეფუტკრეობის და სატყეო საქმის დარგში ეს კონკურსი შენთვის არის.
აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირების კონკურსია, რომლის მიზანია საქართველოში აგრარული სფეროს პროფესიული განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:
პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის დაკვეთით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფარგლებში.
პროექტის პარტნიორია გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი.