გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს მოსწავლეებისათვის „ტყის მდგრადი მართვა ჩემ გარშემო“.
კონკურში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საკითხებით და ჩართული არიან გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.
კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში, და მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ტყის მდგრადი მართვის, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა ეხებოდეს:
შეფასების კრიტერიუმები:
• თემასთან შესაბამისობა;
• გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა;
• საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
• აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;
• ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად.
კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:
• ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15);
• ესსეს მოცულობა - 500-1000 სიტყვამდე (2-3 გვერდი);
• ესსეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.
ნამუშევრების წარდგენის წესი:
• ესსეს ელექტრონული ვერსია გამოგზავნილი უნდა იყოს Word ან PDF დოკუმენტის სახით, შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „ესსეების კონკურსი“.
ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერი.
ესსე შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით .
საკონტაქტო პირი: ნათია ბლიაძე (ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).