ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

გარემოსდაცვითი და აგრარული კონკურსები

კონკურსი ჟურნალისტებისთვის - „ერთად ოზონის შრის დასაცავად“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს მედიაკონკურსს ჟურნალისტებისთვის - „ერთად ოზონის შრის დასაცავად“. 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ თემებზე: 
- რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად 
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის გავლენა ოზონის შრის დაცვაში 
- კანონი ოზონის შრის სადარაჯოზე 

გამარჯვებული ჟურნალისტები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში: საუკეთესო სტატია, საუკეთესო ვიდეო და რადიო რეპორტაჟი.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 20 ოქტომბრამდე ელ-ფოსტაზე: ana.manjavidze@eiec.gov.ge.

კონკურსის შესახებ საკონტაქტო პირია: ანა მანჯავიძე (Ana.manjavidze@eiec.gov.ge, ტელ: 555233536)

ოზონის შრის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ნოე მეგრელიაშვილს (noe.megrelishvili@mepa.gov.ge; 595119735)

გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან 1500 ლარიანი, ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერებით.

ჯილდოების გადაცემის ღონსიძიება:

გამარჯვებულ ჟურნალისტებს ჯილდოები გადაეცემათ გაეროს სახლის ოფისში; მისამართი: ქ. თბილისი, რ. ერისთავის ქ. #9.  
ღონსძიებაზე მოწვეული იქნება ყველა ის ჟურნალისტი,  რომელიც წარმოადგენს საკონკურსო მასალებს.

 

საჯარო განხილვები