ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

გარემოსდაცვითი და აგრარული კონკურსები

ესსეების კონკურსი თემაზე: “ჩემი მოხალისეობრივი როლი გარემოს დაცვაში“

თუ ხარ მოხალისე და გაქვს სურვილი მოგვიყვე შენი საქმიანობის შესახებ მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტ “მმართველობის რეფორმის ფონდის” (GRF) ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: “ჩემი მოხალისეობრივი როლი გარემოს დაცვაში“.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით, იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას, ჩართულები არიან გარემოსადაცვით აქტივობებში, გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.

შეფასების კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა;  
გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა;
გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტივობების  წარმოჩენა
საკუთარი/კრეატიული მოსაზრებების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;
ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად;

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს WORD-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15);
ესსეს მოცულობა - 500-1000 სიტყვამდე (2-3 გვერდი);
ესსეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

ნამუშევრების გადმოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „ესსეების კონკურსი“. 

ესსების წარდგენის საბოლოო თარიღია 2 დეკემბერი.

ესსები შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით.

კონკურსის შესახებ საკონტაქტო პირია: ანა მანჯავიძე (Ana.manjavidze@eiec.gov.ge, ტელ: 555233536)

მოხალისეთა საერთაშორისო დღე, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა, მსოფლიოში 5 დეკემბერს აღინიშნება. გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიზანია ახალგაზრდებში  ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი გამოწვევების ინტეგრირებულ აღქმას, გარემოსადმი მეგობრული ქცევისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. 

საჯარო განხილვები