ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

გარემოსდაცვითი და აგრარული კონკურსები

ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება კვლავ იწყება!

თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, ხშირად მონაწილეობ გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში, ან გაქვს სურვილი, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე შენთვის საინტერესო პროექტებში ჩართვა, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა და აუცილებლად უნდა გამოიყენო.
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოლიდერთა სკოლაში და გაიღრმავებენ ცოდნას გარემოს დაცვისთვის მნიშნელოვან მიმართულებაში.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
1. იყო IX-XII კლასის მოსწავლე;
2. შენი ინტერესის სფერო იყოს გარემოს დაცვა;
3. შეძლო კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის;
4. გქონდეს წვდომა ინტერნეტთან;

მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, მაისი-ივნისის პერიოდში, ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს, 16:00 საათზე.

,,ეკოლიდერთა სკოლა 2023“ დისტანციურად ZOOM - ის პლატფორმით განხორციელდება.

გპირდებით საინტერესო და ინტერაქტიულ ვებინარებს.

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც გარემოსდაცვით საკითებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს. ასევე, რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროგრამის ფარგლებში თქვენ დაფარავთ შემდეგ თემებს:
სად, როდის და რატომ ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრაობა - გარემოს დაცვა და საქართველო
ადამიანის ეკოლოგიური უფლებები
ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა
პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები
დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
ურბანული ბიომრავალფეროვნება და ეკოაქტივიზმი
ფრინველები და მათი როლი გარემოში
გენდერი და გარემოს დაცვა
კლიმატის ცვლილება
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება
(DRR)
გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი გარემოს დაცვაში
პრეზენტაციის წარდგენა

სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:
ვებინარი
რეალური მაგალითების განხილვა
როლური თამაშები
დისკუსიები
საინტერესო სტუმრები
საველე გასვლები
ვიზიტები
სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერთიფიკატები და გახდებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მეგობრები.

✅  გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ეკოლიდერის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენელს ქეთევან ორველაშვილს - ტელ: 577951851; ელ.ფოსტა: ketevani.orvelashvili@eiec.gov.ge 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის წარმომადგენელს ანა ცაცანაშვილს - ტელ: 555204321; ელ.ფოსტა: ana.tsatsanashvili@eiec.gov.ge  

საჯარო განხილვები