ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

გარემოსდაცვითი და აგრარული კონკურსები

ესსეების კონკურსი VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს  VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ ესსე  სათაურით - „კლიმატის ისტორია“.

ესსე უნდა ეხმაურებოდეს კლიმატის ცვლილების შედეგად არსებულ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს. საკონკურსო ნამუშევარი შესაძლოა ეხებოდეს (თუმცა არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ თემებს:

კლიმატის ცვლილების განვითარება
კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე
პირადი გამოცდილება და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა
თითოეული მოქალაქის წვლილის მნიშვნელობა და ვალდებულება კლიმატის ცვლილების პროცესში
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები საქართველოში
კლიმატის ცვლილების შედეგები

კონკურსის ფარგლებში შემოსული ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ტექსტის უნიკალურობა - ავტორის მსჯელობა, არგუმენტაცია, მაგალითებით გამყარება. თემის ლოგიკურად გაანალიზების, შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარი. სასურველია, ნაშრომი არ იყოს მხატვრული სტილით შესრულებული. ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიების შემთხვევაში (თარგმნა, პერიფრაზი) უნდა ჩანდეს   ინდივიდუალური ხედვა და ასევე მნიშვნელოვანია, მიუთითოთ წყარო.

ტექსტის თემატიკა - თემასთან შესაბამისობა, თემის ადეკვატური გაგება და საკითხის ორიგინალური, სიღრმისეული გააზრება.

*ტექსტის სტრუქტურა - გამართული, ორგანიზებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი).

ტექსტის გრამატიკული (მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი, პუნქტუაცია) ნორმების დაცვა. 

ტექსტის  მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 სიტყვას.

პლაგიატის ნორმების დარღვევის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი ესსე არ განიხილება.

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:

თავფურცელში მონაწილემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, სკოლის დასახელება, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელ.ფოსტა).
ესსეები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, Word Document ან PDF ფორმატში.

ნაშრომის ფორმატი:

შრიფტი: Sylfaen
შრიფტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,15 

ნაშრომი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge  სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს დასახელება - „კლიმატის ისტორია“. 
ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერი.

კონკურსში წარმოდგენილ ესსეებს შეაფასებს და 2 გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. 

პრიზები:

I ადგილი  -  600 ლარი.
II ადგილი -  300 ლარი.

გამარჯვებული ესსეს ავტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდულ ფორუმში - ახალგაზრდები კლიმატისთვის.

კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ,  პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების მიმართულებით, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.

საკონტაქტო პირი: სოფიო ბერიშვილი, ელ-ფოსტა: sopio.berishvili@eiec.gov.ge ტელ: 598 313 132

საჯარო განხილვები