ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

გარემოსდაცვითი და აგრარული კონკურსები

კონკურსი ,,შექმენი უსაფრთხო თემი”

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სათემო ორგანიზაციებისთვის - ,,შექმენი უსაფრთხო თემი”. 

კონკურსის - „შექმენი უსაფრთხო თემი” მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლება, თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვის ხელშეწყობა, კატასტროფების მიმართ თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. 

წარმოდგენილი პროექტი უნდა უკავშირდებოდეს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთს, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს როგორც მუნიციპალიტეტისათვის, ისე თემისთვის. 

განაცხადის წარდგენის პროცედურა 
განმცხადებლებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge  (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,შექმენი უსაფრთხო თემი’’). 

განმცხადებელმა ცენტრს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული)
  • დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში)
  • საჯარო რეესტრიდან ამონაწერი
  • პროექტის  ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობის განმახორციელებლის რეზიუმე
  • თანადაფინანსების შემთხვევაში თანადამფინანსებლის წერილი ოფიციალურ ბლანკზე ბეჭდით დადასტურებული. 

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი არ განიხილება.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა მასალა და დოკუმენტი  სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განკარგულებაში რჩება. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ცენტრი მხოლოდ განხილვის მიზნით გამოიყენებს და არ გაუზიარებს გარეშე პირებს ან ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

     I ეტაპი - განაცხადების შერჩევა

     II ეტაპი - საპროექტო წინადადების  პრეზენტაცია 


ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 გამარჯვებულ სათემო ორგანიზაციას, (1 აღმოსავლეთის და 1 დასავლეთის მუნიციპალიტეტებიდან). თითოეულს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემა 4000 აშშ დოლარი.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: თელავი, გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ამბროლაური, ონი, ჭიათურა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური, ხონი, ხულო, მარტვილი, მესტია,  საჩხერე, შუახევი, ზესტაფონი, ცაგერი, ლენტეხი, ბაღდათი, ვანი, ხარაგაული და ყვარელი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024  წლის 11 ნოემბერი.
საკონკურსო პროექტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი სოფიო ბერიშვილი (ელ.ფოსტა: sopio.berishvili@gov.ge,  მობ: 598 313132).
პროექტი - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის (SIDA) და შვეიცარიის (SDC) მთავრობების მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

დანართი 1 საპროექტო განაცხადის ინფორმაცია
დანართი 2 ბიუჯეტი
დანართი 3 პროექტის შესახებ ინფორმაცია

საჯარო განხილვები