ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

ლექცია - სემინარები

  • დაწყების თარიღი
  • დასრულების თარიღი

ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ

გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ! 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უფასოდ მოისმინონ ლექციები შემდეგ თემებზე:

• მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა
• ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები და მოვალეობები
• ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები 
• ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები 
• ტყის ხანძრები
• წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა 
• განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები 
• მიწის რესურსების მართვა და გადუბანოებასთან ბრძოლა
• რადიაცია, მისი გამოყენება და შესაძლო საფრთხეები
• ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან
• დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე
• კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება 

ტრენინგების მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საინტერესო პრაქტიკული აქტივობებით და ჯგუფური სამუშაოებით.

შეხვედრების დასაგეგმად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირი: ანა მანჯავიძე (მობ:555233536; ელ.ფოსტა:anna.manjavidze@eiec.gov.ge)

საჯარო განხილვები