გარემოსდაცვითი და აგრარული თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალი სასწავლო წლის ფარგლებში ლექცია-სემინარებისა და ინფოტურების განახლებულ პროგრამას სთავაზობს. ლექციების/ტრენინგებისა და ინფოტურების მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაციებით, პრაქტიკული აქტივობებითა და ჯგუფური სამუშაოებით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უფასოდ მოისმინონ ლექცია-სემინარები შემდეგ თემებზე:
• ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო
• წყალი და ენერგია
• რადიაცია - მისი გამოყენება და შესაძლო საფრთხეები
• გარემოსდაცვითი დემოკრატია
• ნარჩენების მართვა
• განახლებადი ენერგიის წყაროები
• ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული საწვავი
• დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე
• მდგრადი განვითარების მიზნები
• კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები
• ტყის მდგრადი მართვა და საქართველოს ტყეები
• ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში
• ფუტკრები და მათი როლი პლანეტაზე
• საკვების ეტიკეტირება - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის შეძენამდე?
• მინდვრიდან სუფრამდე
• კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები
• აგრარული პროფესიები
• პროფესია - აგრომრჩეველი
• მეხილეობა
• ატმოსფერული ჰაერის ხარისხი
• გარემო და ჯანმრთელობა
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობებს ადგილზე გაეცნენ და სხვადასხვა ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის პროცესებში მიიღონ მონაწილეობა.
ინფოტურების დაგეგმვა შესაძლებელია შემდეგ საკითხებზე:
• ნიადაგებისა და სხვადასხვა ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის პროცესი
• რადიაციული უსაფრთხოება და რადიაციის დოზიმეტრებით ფონური რადიაციის გაზომვის პროცესი
• მეტეოროლოგიურ, ჰიდრომეტეოროლოგიურ, გეოლოგიურ პროცესებზე დაკვირვება - ელექტრონული რუკების გაცნობა
• წყლის და ჰაერის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევების პროცესები
• ღვინის მუზეუმის დათვალიერება
• თბილისის ეროვნული პარკი - ბიომრავალფეროვნება და მართვის საკითხები
• ველური ბუნების ეროვნულ სააგენტო
• საქმიანი ეზო
• ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა
• სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა
შეხვედრების დასაგეგმად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი სანდრო კობალაძე (ტელ: 598711555; ელ.ფოსტა: sandro.kobaladze@eiec.gov.ge).