ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი მმართველის კურსი დასრულდა

გარემოსდაცვითი მმართველის კურსი დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა.

„ნარჩენების მართვის კოდექსით“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - გარემოსდაცვითი მმართველი.

სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პროგრამა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, ჯამში, 430-მდე პირია გადამზადებული, რომელთა უმრავლესობა (80%) გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული.

 

იხ.გალერეა

საჯარო განხილვები