ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოვება

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოვება

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით 2019 წლის,, საუკეთესო მასწავლებლის’’ კონკურსი გაიმართა.

ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოვებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე მარიამ მათიაშვილი დაესწრო, რომელმაც კონკურსში გამარჯვებულ გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით გამარჯვება მიულოცა და ჯილდო გადასცა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით კონკურსი ,,საუკეთესო მასწავლებელი’’ ყოველწლიურად იმართება და კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ყველა საგნის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განურჩევლად ასაკისა და პედაგოგიური სტაჟისა.

საჯარო განხილვები