ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავდა შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი. 

სასწავლო კურსი კი ამ კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 364 პირი გადაამზადა, რომელთა უმრავლესობა (80%) დასაქმებულია გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე.

საჯარო განხილვები