ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება

პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ტრენინგი გაიმართა. მონაწილეებს ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა მიმართეს.  ტრენინგი მიზნად ისახავს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებების თანამშრომლები გადამზადდნენ.

ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში და მოიცავს როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში გადამზადდება 150 თანამშრომელი.

ტრენინგებს ახორციელებს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

  

საჯარო განხილვები