ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” წალკის მუნიციპალიტეტში

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” წალკის მუნიციპალიტეტში

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო წალკის მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს. 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი დაესწრო და ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვის სფეროში სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება. 

   

საჯარო განხილვები