ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება

ეკოლიდერთა სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება

“ეკოლიდერთა სკოლაში” სასწავლო პროცესი გრძელდება. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროგამული ვებინარი ფოტოგრაფმა თეიმურაზ პოპიაშვილმა ჩაატარა, რომელმაც ველური ბუნების ფოტოგრაფიის შესახებ ისაუბრა. 

მომხსენებელმა ფოტოგრაფიაში ბუნების სიყვარულის მნიშვნელობაზე და ცხოველების, ფრინველების უსაფრთხოების დაცვაზე ისაუბრა. ასევე თეიმურაზ პოპიაშვილმა ეკოლიდერებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ფოტოს გადაღების დროს უსაფრთხოების დაცვისა და გარკვეული წესების გათვალისწინების აუცილებლობაზე. ეკოლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა ფოტოგრაფს ფოტოაპარატის შერჩევისა და ბუნებაში ფოტოების გადაღების დროს განათების შერჩევის შესახებაც დაუსვეს კითხვები.

ეკოლიდერთა სკოლის პროგრამული ვებინარის მეორე მომხსენებლმა, “საბუკო” საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის დირექტორმა ნათია ჯავახიშვილმა ეკოლიდერებს მიმდინარე კონსერვაციული პროექტები გააცნო და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბექობის არწივის კონსერვაციულ პროექტზე, რომლის მიზანს წარმოადგენს ბექობის არწივის ქართული პოპულაციის გაზრდა. ეკოლიდერები ყველაზე მეტად პროექტის განხორციელების პროცესით და ბექობის არწივის კონსერვაციული სამუშაოების სპეციფიკით დაინტერესდნენ. 

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა.

   

საჯარო განხილვები