ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

დისკუსია “ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ

დისკუსია “ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია “ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ.

ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში გარდაცვლილ ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ივანე კუპრაძის ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტებმა - სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ, მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იმსჯელეს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა თუ მათი ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სოციალურ მდგომარეობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი - ნია გიუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი - თინათინ თინიკაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე- ეკა ლალიაშვილი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დისკუსიის მიზანი იყო, დაინტერესებულ საზოგადოებას მიეღო სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.

საჯარო განხილვები