ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სისტემის სადემონსტრაციო სესია

სისტემის სადემონსტრაციო სესია

სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთში” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეეებს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს. შეხვედრის მონაწილეებმა სისტემის ფუნქციონირებაზე, ბიომრავალფეროვნების მოდულის ანგარიშებსა და განხორციელებულ დავალებებზე კომპანია “ფინას” წარმომადგენებთან ერთად იმსჯელეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა არის ახალი პლატფორმა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სრულ გარემოსდაცვით ინფორმაციას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სისტემის სადემონტრაციო სესიას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის- „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მენეჯერი ნინო გვაზავა, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. სისტემა განვითარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში.

საჯარო განხილვები