ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე.

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

საჯარო განხილვები