ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ეუთოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ეუთოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ეუთოს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ფორუმის მეორე მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირებისთვის ინოვაციის და გამჭვირვალობის როლის შესახებ ისაუბრა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ტყის ინფორმაციისა და მონიტორინგის, ნარჩენების მართვის და ჰაერის ხარისხის ელექტრონული სისტემების მნიშვნელობის შესახებ. თამარ ალადაშვილმა ვრცლად ისაუბრა როგორც გარემოსდაცვით დემოკრატიაზე - ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე მიმართულების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებსა და ინიციატივებზე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეუთოს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი ფორუმის მეორე მოსამზადებელი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილი იყო ალბანეთის ქალაქ ტირანაში. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

საჯარო განხილვები