ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„მოხალისეობა და გარემოს დაცვა“ მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა

„მოხალისეობა და გარემოს დაცვა“ მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა „მოხალისეობა და გარემოს დაცვა“ მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს მოხალისეობის როლი და მნიშვნელობა, განსაკუთრებით გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით. 

ახალგაზრდა მოხალისეებმა ჰელგინგ ჰენდის პროექტების კოორდინატორის ნინო თოდუასგან მიიღეს ინფორმაცია მოხალისეობის პლატფორმისა და სარგებელზე თვითონ მოხალისეებისთვის. საკუთარი გამოცდილება გააზიარა ირაკლი ჯიქიამ, რომელიც 2016 წელს საქართველოს მოხალისედ დასახელდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციის საკითხებში.

გარემოსდაცვითი ინფორმაცისა და განათლების ცენტრმა პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ სამინზე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი შექმნა, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან გარემოსდაცვით ღონისძიებებში, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებაში.

5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღედ 1985 წელს დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. მოხალისეობრივი ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ყველა მიზნის მისაღწევად.

საჯარო განხილვები