ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა

მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი მერიების, სათემო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფების რისკის მართვის პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მიდგომის საკითხები განიხილეს და ადგილობრივი თემის მხარდაჭერის პროგრამების ძირითადი მიზნები განსაზღვრეს.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ საკუთარ როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში.

საჯარო განხილვები